"ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ლენტეხში, ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას" | ადგილობრივი სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე

გამოქვეყნდა:

სვანეთში დაკარგულ ორ ახალგაზრდას მაშველებთან ერთად, ადგილობრივებიც ეძებენ. როგორც მესტიის მკვიდრი, ვიკა ფილფანი "მთავარი არხის" ეთერში,  გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას ამბობს, დაკარგული პირები არ არიან გამოუცდელი მთებში სასიარულოდ, თუმცა მათ ახლობლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გზას აცდნენ და გამოუგზავნეს კადრები იმ ადგილიდან, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ნისლია, ტერიტორიის გარჩევა და ამოცნობა შესაძლებელია:  

"ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ქვემო სვანეთში, ლენტეხში, მარშრუტი ერთდღიანია და ისინი გავიდნენ კვირას. მოლოდინი იყო რომ კვირასვე იქნებოდნენ ადგილზე, თუმცა ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას და ვეღარ აგნებდნენ, გარკვეული მიზეზების  გამო. ეს მიზეზები ჩვენთვის უცნობია, შესაძლოა ყოფილიყო ამინდი, ან გარეული ცხოველისთვის თავის არიდება. ეს ორი ვარაუდია. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება" ამბობს ვიკა ფილფანი.

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების მოსაძებნად შესაბამისი ტექნიკის, კერძოდ კი სითბური დრონების ჩართვას ითხოვენ, რომელსაც ღამის ხედვის რეჟიმი აქვს, ასევე ვერტმფრენისაც, თუმცა სამაშველო ამბობს, რომ ამინდის გამო, ვერტმფრენის გამოყენება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.  

112-ში ორი ახალგაზრდას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 24 ივლისს შევიდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი