ხელისუფლების კონტროლს მიღმა მყოფი ჟურნალისტები ისევ ძალადობის სამიზნეები არიან. "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს სოფელ სუფსაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოცნების მხარდამჭერი ზონდერები დაესხნენ თავს. ლადო მენაბდისა და მანუჩარ მჟავანაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, უწყებას უკვე აქვს საკმარისი მტკიცებულება, ინციდენტი მთავარი არხის ოპერატორმა გადაიღო სადაც კარგად ჩანან თავდამსხმელები და მათი იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია.
კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა თბილისში. ტვ მონიტორინგის ჟურნალისტებს იმდენად სასტიკად გაუსწორდნენ რომ მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.