გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი, რომლებიც 21 ივლისის შემდეგ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ ლენტეხის ცენტრში ჩავიდნენ. გოგიტა ფარჯიანმა "მთავარ არხთან" გაიხსენა როგორ განვითარდა მოვლენები. ბიჭები ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე ფეხით აპირებდნენ ჩასვლას. ფარჯიანი ყვება, რომ გზაზე დათვი შეხვდათ, რის გამოც მარშრუტი შეცვლას და ქედზე გადასვლის ნაცვლად ტყეში სიარული გააგრძელეს.
მისი თქმით, ღამეს კარავში ათენებდნენ, ტელეფონები დაუჯდათ, რის გამოც ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლეს.
"ძალიან მარტივად, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადაც დაახლოებით 200 მეტრში შეგვხდა დათვი, ქარი ჩვენსკენ უბერავდა, კიდევ კარგი, მაგას აღვნიშნავ, მაგის მერე წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე, 5. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. [...] კვალი არ აგვრევია, უბრალოდ, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, ქედით გადმოსვლა გადავიფიქრეთ დათვის გამო და ჩამოვედით ტყეებით, არაფერი არ აგვრევია მოკლედ, ჩვენი ფეხით ჩამოვედით ბოლომდე. ჩამოვედით ტყით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და თქვენ გეძებენ სავარაუდოდო", - ყვება გოგიტა ფარჯიანი