თიანეთის ტყეში 60 წლამდე კაცს ეძებენ

გამოქვეყნდა:

თიანეთის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის კაცს ეძებენ - ინფორმაციას ოჯახის წევრები "მთავარი არხის" ვებგვერდს უდასტურებენ.

როგორც შვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, გოჩა წიკლაური სახლიდან, სოფელ თრანშიდან ტყეში სოკოს საკრეფად, დაახლოებით დილის 10 საათზე გავიდა და ამ დრომდე არ ჩანს.

დაკარგულთან ბოლო კონტაქტი შუადღის 2 საათზე შედგა, მას შემდეგ კი მას ვეღარ უკავშირდებიან. 

დაკარგულის ძებნის სამუშაოებში ადგილობრივები, მოხალისეები და საგანგებო სამსახურია ჩართული. 

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით 112-ს ან ოჯახს - 599 80 70 13

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი