"ვამაყობ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები სავსე იქნება ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით," - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
პარიზში ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნას და ცერემონიაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.