პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისიდან ტრანსპორტის მოძრაობა 2 თვით შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე 29 ივლისის 10:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

"საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური - ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.

პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი