ქუთაისის მერიაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, 92 ათას ლარზე მეტი ჯილდო და 86 ათას ლარამდე დანამატი გაიცა | ადგილობრივები უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერია ხალხის ფულს საჯარო მოხელეებს ურიგებს. ოფიციალური, საჯარო ინფორმაციით, ირკვევა, რომ  მიმდინარე წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში, ქუთაისის მერიაში 92 000 ლარზე მეტი ოდენობის სახელფასო ჯილდო და 86 000 ლარამდე დანამატი გაიცა. 

ქუთაისის მოსახლეობა კი უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს. მათი განმარტებით მუნიციპალიტეტში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რის გამოც ადამიანების უმეტესობა იძულებულია სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს. აქედან გამომდინარე, ადგილობრივებისთვის გაურკვეველია რატომ და რა დამსახურებით გაიცა მერიაში ასეთი ოდენობის პრემია-დანამატები. 

"ხალხი ძალიან მძიმე სიტუაციაშია ქართველი ერი. დღითი-დღე 200 ქართველი გადის საქართველოდან. უმძიმესი სტატისტიკაა ქუთაისში. მე მგონი, ფინანსური თვალსაზრისით არის ძალიან გაუსაძლისი სიტუაცია, ამიტომ არ შეიძლება, ეს არის ხალხის ფული. ხალხის ფული უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ქართველი ხალხი უნდა ცხოვრობდეს ნორმალურად. ნორმალური ფინანსებით," - ამბობს ადგილობრივი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი