თბილისში, გლდანში ხანძარი იყო. ცეცხლი "ლუდის სამყაროსთან", ცალკე მდგომ სამზარეულოს შენობას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინ არაა.