
კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის განხორციელებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანაა". რუსული კანონის მიღების გამო ორგაზანიაციამ დონორებისგან უკვე 5 პროექტის დაფინანსებაზე მიიღო უარი, რის გამოც მოქალაქეები დაზარლდებიან, რადგან ელკანას პროექტები სწორედ მათი სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
"დიდი პროექტები დავასრულეთ და ველოდებოდით ახალი პროექტების დაწყებას და შეყოვნებულია. ერთ-ერთ პროექტს მაინც ველოდებით, რომ იქნება, უბრალოდ არიან დონორები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ელოდებიან როგორ განვითარდება შემდგომში მდგომარეობა და ამის მიხედვით გადაწყვეტენ მათი დაფინანსება იქნება, რა ტიპის იქნება, საერთოდ იქნება თუ არა...ამ კანონის გამო. უცხო ძალის გავლენის საკითხი არის ძალიან პრობლემატური. დემოკრატიზაციის პროცესს ეს ხელს უშლის და ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე აისახება" ამბობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე "მთავარ არხთან" საუბარში.
"ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღების შემდეგ, სულ უფრო მეტად მცირდება ქვეყანაში დასავლური ინვესტიციები და ჩერდება სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. უცხოური დონორების ნაწილმა ახალი პროექტების დაფინანსებაზე უარი განაცხადა, ზოგიერთმა კი - პროექტების დროზე ადრე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ავტორი: დავით კობიძე