ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში სახლის კედელი ჩამოინგრა | დაღუპულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

დღეს, 28 ივლისს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, საცხოვრებელი სახლის კედლის ჩამონგრევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაშავდა  კიდევ ერთი  პირი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ახალციხელები არიან - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს  ორივე მათგანი დაღუპული დახვდა. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. რა მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი