ისანში, მოსახლეობა ბინების დაკანონების მოთხოვნით აქცია მართავს. აქციის მონაწილეები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალებას არ აძლევს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე ქალიც დააკავეს. ის საპატრულო პოლიციის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და წაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ქუჩაში არინ გამოსულები და გამგეობისგან იმ დაპირების შესრულებას ითხოვენ, რომელიც მათი თქმით, რამდენიმე თვის წინ მიიღეს და ადგილობრივი ხელისუფლება მათ ფართების დაკანონებას დაპირდა.
ადგილზე იმყოფება "ენმ"-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე.