"ინტენსიურად წვიმდა. დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია" | ვითარება გელათში

გამოქვეყნდა:

"ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათში ამ დროისთვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

"ახლა დავბრუნდით გელათიდან.
ინტენსიურად წვიმდა.
დღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია და მასზე მოწყობილი ტენტი აბსიდის გადახურვის ქვედა ნიშნულიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე გარკვეულ ფართობზეა მოწყობილი, კედელი არ აქვს, შესაბამისად, კრამიტის ფენილის მხოლოდ ნაწილობრივი დაფარვის საშუალებას იძლევა.
კიდევ ერთხელ!
ახლის მოწყობამდე, კრამიტის ფენილის ღია ცის ქვეშ მიტივება ფატალური შეცდომა იყო!
როგორც არ მორჩეს კონსტრუქციის მოწყობა სრული გადახურვის ჩათვლით, ამ 26 დღიან ეპიზოდს ვერაფერი გამოასწორებს, რამდენიმე დღე უხვნალექიანი ამინდით გამოწვეული გაზრდილი რისკების გამო საკურთხევლის კონქის მოზაიკაზე!
რაც იქ ახლაა მოწყობილი, სრულად დახურვამდე პრევენციისთვის ესეც ვერ გამოგდება!
ის ფაქტი, რომ ტენტი მხოლოდ ამ ნაწილში იქნა დღეს ნაწილობრივ მოწყობილი  შეცდომის გააზრებაზე მიანიშნებს, მაგრამ იმ ფონზე, როცა ამას არ აღიარებ და თავდასხმის რეჟიმში გადადიხარ ნდობის მოპოვება ურთულესი ამოცანა იქნება.
თან შეცდომა უმძიმესია!" წერს ბარათაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი