გზის გაყვანის დროს მოჭრეს მიწა... ჯერ როგორ ერთი მხარე ჩამოიშალა, მერე მეორე, ბოლოს მთლიანად ჩამოინგრა | კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბისოს ციხე დანგრეულია

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" მოიპოვა ფოტო მასალა, სადაც ჩანს რომ გვიანი შუა საუკუნის არქიტექტურული ძეგლის, ბისოს ციხის კედლები დანგრეულია. ირკვევა, რომ ამ ადგილას გზების დეპარტამენტს 2 წლის წინ, 2021 წელს, გზა გაჰყავდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბისოს ციხე-სიმაგრე საფრთხის წინაშე დადგა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გზების დეპარტამენტი ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა. უწყებამ სააგენტოს ინფორმაცია გაითვალისწინა და ციხის კედლის გამაგრებაზე ტენდერიც  გამოაცხადა, შეირჩა კომპანიაც - "ჯორჯიან ბრიჯ  ქონსთრაქშენი". მას სხვადასხვა სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა, მათ შორის გზის, ჯებირის გამაგრების. 

თუმცა ორი წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. კომპანია შავ სიაში შეიყვანეს. 

"გზის გაყვანის დროს ეს პროექტი არ იყო როგორც ჩანს შეთანხმებული ამ კულტურის სამინისტროსთან, თუ ძეგლთა დაცვის, მე არ ვიცი ზუსტად ეს სტრუქტურები. მოჭრეს მონაკვეთი, ქანია ისეთი, რომ დაიწყო ჩამოშლა, ჩამონგრევა.... ჩამოიშალა ნაწილი გზაზე იყო ჩამოშლილი, აკრიფეს, იქვე დააწყვეს რაღაც ნაწილი, დანარჩენს ბეტონის კედლის უკან ჩაიყარა, მიაყარეს მიწა. ნელ-ნელა დაიწყო ჩამოშლა, მე მთელ პროცესს ვიღებდი, ჯერ როგორ ერთი მხარე ჩამოიშალა, მერე მეორე, მესამე და ბოლოს მთლიანად ჩამოიშალა, ჩამოინგრა", - ყვება ადგილობრივი, შოთა არაბული. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ბისოს ციხის ჩამოშლა ნათელი მაგალითია, თუ როგორ მუშაობენ სტრუქტურები: 

"ერთმა სტრუქტურამ მეორეს წერილი მიწერა, რომ ბისოს ციხესთან არის საშიშროება ფერდის ჩამოშლის. ერთ სტრუქტურას, კონკრეტულად გზების დეპარტამენტს სამი თვე დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ უნდა გააკეთოს გადაუდებელი აუცილებლობა. გადაუდებელი აუცილებლობის შემდეგ, როცა ხელშეკრულება გაუფორმდა კონკრეტულ კომპანიას, და იმ კომპანიას სამ თვეში რომ უნდა დაემთავრებინა სამუშოები, აღმოჩნდა, რომ ერთი წლის მერე თურმე ვადაგადაცილებით ასრულებს". 

მისი თქმით, იკვეთება კორუფციული ეჭვი, სამოხელეო დანაშაული.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი