"მისცა ჩვენება... ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით..." | კახეთში გატაცებული გოგოს ბიძა

გამოქვეყნდა:

"მისცა ჩვენება... ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით...", - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში გატაცებულმა გოგონამ პოლიციას საჩივრით მიმართა. ამის შესახებ 24 წლის გოგოს ბიძამ "მთავარ არხთან" ისაუბრა. 

''მე არ მინახავს, დედამ და მამამ ნახეს. მან მისცა ჩვენება, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ, როგორ აშინებდნენ იარაღით.'' - ამბობს ბიძა. 

 ჟურნალისტის კითხვაზე, უყვარს თუ არა გოგოს გამტაცებელი ბიჭი, ბიძა პასუხობს: 

''გოგოს ახალგაზრდა კაცი არ უყვარს იმიტომ რომ ის სწავლობს უნივერსიტეტში, ის სტუდენტია. ის თავის მომავალზე ფიქრობს და ამ ბიჭს ვერ იტანს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიპარო ადამიანი, ადამიანია, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი დამოკიდებულება ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის მიმართ, ასეთებმა უნდა მიიღონ და მიიღებენ კიდეც. ისინი მუდმივად იცვლიდნენ მისამართებს, ნაცნობებს, ნათესავებს. გამტაცებელი არ ვიცი, სად არის, პოლიციას ჯერ ინფორმაცია არ მოუცია'' - ამბობს ბიძა

შეგახსენებთ,  სოფელ კაბლიდან გატაცებული 23 წლის ქალი, პოლიციამ რამდენიმე საათის წინ იპოვა და თელავის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე გადაიყვანა. ახალგაზრდა ქალი,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 28 ივლისს, ოთხმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით გაიტაცა. გოგონას საპოვნელად და გამტაცებლების დასაკავებლად, სამძებრო-ოპერატიულ ღონისძიებებს პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი