ხმაურია დეზერტირების ბაზართან | მოვაჭრეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, ისინი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

დილიდან ხმაურია დეზერტირების ბაზართან - ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებს წინამძღვრიშვილის ქუჩა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰქონდათ გადაკეტილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა გზა იმ პირობით გახსნეს, რომ მათთან შესახვედრად მერიისაა და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივლენ.

მოვაჭრეების თქმით, მათთვის უცნობმა პირმა გააფრთხილა დასაქმებულები, რომ 10-15 აგვისტოს პერიოდში დაცალონ ტერიტორია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ალტერნატივა არ აქვთ და შემოსავლის გარეშე რჩებიან. 

"ხვიჩა მაქაცარიამ აგოს პასუხი აი ამ ბაზრის თავიდანვე დაშლაზე. მოვიდეს კალაძე აქ. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ყველა ნუ გვაქციეთ ლტოლვილებად, ყველას ნუ გაგვიხადეთ სამშობლოდან წასვლის საშუალება.... რას გვერჩით, ჩვენი კეთილსინდისიერი შრომით ვშრომობთ. კობახიძეს მინდა მივმართო, მარტო ეგ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, რომ 2% ნიშნულია ეკონომიკური ზრდაო, მოდი და შეგვეკითხე რა დღეში ვართ.... სიცოცხლის უფლება წაგვართვეს, მე მონა ვარ, მონა, ასეთი მონა არასდროს ვყოფილვარ ახლა რომ ვგრძნობ", - თქვა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი