თუშეთის გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა | დაიღუპა 1 და დაშავდა 1 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ფშაველი-აბანო ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა ერთი მგზავრი. ის მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 27-ე კილომეტრზე მოხდა. მაღალი გამავლობის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი