
სოფელ კაბალიდან გატაცებული გიუნელ გასანოვი 24 საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კახეთის პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ძალოვანები ემრაჰ მამედოვს და მის თანამზრახველებს ეძებენ. სწორედ მამედოვი აპირებდა იძულებით დაქორწინებას ახალგაზრდა ქალზე და ის იარაღის მუქარითა და ძალის გამოყენებით მოიტაცა. გოგონას ოჯახს შეკითხვები აქვს სამართალდამცველების ქმედებებთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ გასანოვის პოვნა გაიცლებით ადრე იყო შესაძლებელი.
ავტორი: ია გულიაშვილი, ნინა მაჩაბელი