
დეზერტირების ბაზარი იხურება - ასობით მოვაჭრეს შემოსავლის გარეშე დარჩენა ემუქრება. მოთხოვნა, რომ ბაზრის ტერიტორია 15 აგვისტომდე სრულად უნდა დაცალონ მოიჯარე კომპანიის წარმომადგენელმა მოვაჭრეებს გუშინ გააცნეს. დღეს მათ პროტესტის ნიშნად წინამძღვრიშვილის ქუჩა მთელი საათით გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მოიჯარე კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოების გამო ტერიტორიის მეპატრონე ბაზარს 6 თვით კეტავს, მაგრამ შეძლებენ თუ არა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოვაჭრეები უკან დაბრუნებას, უცნობია.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი