ვაკის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 20 საათით შეუწყდება

გამოქვეყნდა:

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ტარდება. კომპანია ამბობს, რომ სამუშაოებს 31 ივლისის დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. 

აღნიშნულის გამო, 31/07 11:00-დან 01/08 07:00-მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

  • ჭავჭავაძის გამზ. N39,41,43,45,47,49, 51, 53, 55,73, 74, 75,76, 78, 80, 82, 84, (ყველა კორპუსს) თამარაშვილის N 1, 2ა, 3, 4, 9, გიორგი წერეთლის, ვახტანგ ლეჟავას, სოლიკო ხაბეიშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირი,ციციშვილის, წყნეთის გზატკეცილს, საკანდელიძის, მალხაზ დოლიძის, სიკო დოლიძის, ჯანსუღ კორძაიას, ტაბლიაშვილის, ამაღლობლის და უჩანეიშვილის ქუჩებს, ბაგების კორპუსებს და საერთოს საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიას, კაკლების დასახლებას (მთლიანად).

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი