
სტიქია აჭარაში - ინტენსიურმა წვიმამ პრობლემები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნა. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სახნავ-სათესი მიწები, რამდენიმე ადგილზე ჩამოწვა მეწყერიც. დაბა ჩაქვში კი ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ბათუმი-ქობულეთის გზა დატბორა, პარალიზებული იყო მოძრაობა. მოსახლეობა უხარისხოდ გაკეთებულ სანიაღვრე სისტემაზე საუბრობს, რომელიც ჭარბად მოსულ ნალექს ვერ უძლებს.
ავტორები: თეა ვაშალომიძე, ნინა მაჩაბელი