ატენში ურთიერთდაპირისპირების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა - ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდება.
მათივე ცნობით, კლინიკაში შეყვანისას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.