თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

თბილისში დღეს შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ნატბეურების დასახლების, მეფე მირიანის, ჭანდრის, გეხტმანის, შაქარიშვილის, მარკო პოლოს, ალექსანდრე ჯავახიშვილის, მეფე არჩილის, ცხაკაიას,  დემეტრე თავდადებულის და შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, საბანაკოს დასახლების, ჯავახეთის, გიორგი მელიქიშვილის, გუჯარეთის, მელაანის, ჯორჯ ბუშის, გვენცაძის და უშაკოვის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეძინის, არსენას, ინგოროყვას, მესხის, კოტეტიშვილის, დიმიტრი ყიფიანის, სერგო ფარაჯანოვის, ბათუ კრავეიშვილის, ჟორდანიას, ძმები ზუბალაშვილების, ჩიტაძის და ბესიკის ქუჩების მოსახლეობას.   

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი