ფიზიკური დაპირისპირება ხაშურის მერიაში | არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერის მოადგილე და ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხაშურის მერიაში - გამოცემა "მოზაიკა" სამოქალაქო აქტივისტ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი, სერგო ლალიაშვილი, მერის მოადგილეს, ზვიად გოგუაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

“მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეხება. სერგო ლალიაშვილი სამუშაო ოთახში მიუვარდა ზვიად გოგუაძეს. დაპირისპირება ბიბლიოთეკის შენობის თემას მოჰყვა”, - უთხრა “მოზაიკას” მეხრიშვილმა. 

როგორც გამოცემა წერს, მეხრიშვილმა აღნიშნიშნული დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

ზვიად გოგუაძეს კი გამოცემასთან მომხდარის დეტალები არ დაუკონკრეტებია, თუმცა უთხრა, რომ გაუგებრობა იყო და ყველაფერი მოგვარდა: "არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც უკვე მოგვარდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი