კომპანია "ევოლუშენის" შენობასთან ხმაური იყო. დაპირისპირება კომპანიის გაფიცულ თანამშრომლებსა და დაცვას შორის მას შემდეგ დაიწყო რაც პროტესტის მონაწილეებმა შენობის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს.
გაფიცულები ამბობენ, რომ დაპირისპირების და ზეწოლის მიუხედავად, პროტესტს არ შეწყვეტენ. თანამშრომლები გაჩერებას არ აპირებენ და ანაზღაურების და სამუშოების პირობების მოთხოვნით პროტესტს კვლავ აგრძელებენ.