ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მოსახლეობა უწყლობას უჩივის და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ბორჯომი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის შემდეგ წყალი ბინძურდება და მისი გამოყენება სასმელად შეუძლებელი ხდება. ამიტომ ისინი წყალს წყაროებიდან ეზიდებიან.
როგორც მოსახლეობა ყვება, წყლის სისტემა ყოველწლიურად კეთდება, თუმცა პრობლემა კვლავ გადასაჭრელია.