გაფიცვის 23-ე დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში" | თანამშრომლების თქმით, კომპანია თითქმის მთლიანად პარალიზებულია

გამოქვეყნდა:

გაფიცვის 23-ე დღე "ევოლუშენ ჯორჯიაში". თანამშრომლების თქმით, კომპანიის თითქმის 100%-ი პარალიზებულია. დასაქმებულები, რომლებიც ამ დრომდე განაგრძობდნენ მუშაობას, დღეს, სოლიდარობის მიზნით გაფიცულ კოლეგებს შეუერთდნენ. "ევოლუშენ ჯორჯიასა" და გაფიცულებს შორის კომუნიკაცია ამ დრომდე არ შემდგარა. 

კომპანიის გაფიცული თანამშრომლების მრავალი მოთხოვნიდან ორი ძირითადი ღირსეული სამუშაო გარემო და ხელფასების ზრდაა. ასევე, ისინი კვლავ ითხოვენ მენეჯერების გაშვებას, რომლებიც შიდა ჩატებში დასაქმებულებს დამცინავად და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებდნენ. 

"უკვე მესამე დღეა ევოლუშენი სრულად პარალიზებულია და ეს ყველაფერი ხდება სოლიდარობის აქციით. დასაქმებულები, რომლებიც მუშაობენ, გაფიცულები არ არიან, ეს არიანადამიანები, რომლებიც დღეს სამუშაოდ მოვიდნენ, თუმცა თავიანთ გაფიცულ თანამშრომლებს და ღირსებას არ გადააბიჯეს. ამ ეტაპისთვის უკვე "ევოლუშენის" თითქმის 100% გაჩერებულია, თითქმის ყველა მაგიდა გაჩერებულია.

კომუნიკაციას რაც შეეხება "ევოლუშენ ჯორჯია" კომუნიკაციაზე არ გამოდის. რამდენიმე წუთის წინ, ზუსტად 11:21 საათზე ქალბატონმა ლიკა დგებუაძემ, გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ თურმე უსაფრთხოა ყველაფერი და პლუს 20 ლარს დავამატებთ თუ შემოხვალთ და იმუშავებთო," - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი ნიკოლოზ კატაპარიაშილი. 

ადვოკატის, თამილა გაბაიძეს თქმით კომპანია გაფიცული თანამშრომლების დაშინებას ცდილობს სისხლის და სამოქალაქო საქმეების აღძვრის მუქარით, თუმცა მათი პოზიცია ურყევი რჩება და ისინი გააგრძელებენ გაფიცვას სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

"გუშინ საღამოს უკვე მიიღეს გაფიცულებმა შეტყობინება, პრაქტიკულად იმაზე მითითებით, რომ ისინი აღძრავენ სისხლის და თურმე სამოქალაქო საქმეებს, იმ მიზნით, რა თქმა უნდა რომ დაეშინებინათ გაფიცულები. ისევ აგრძელებს "ევოლუშენ ჯორჯია" ადამიანების დაშინებას მათი კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო. ჩვენი პოზიცია ურყევია, ჩვენ ვაგრძელებთ გაფიცვას იქამდე სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება," - განაცხადა გაბაძემ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი