1 წელი ტრაგედიიდან - 33 დაღუპული ადამიანი, გამქრალი კურორტი და პასუხგაუცემელი კითხვები | რეპორტაჟი შოვიდან

გამოქვეყნდა:

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. ბრძოლა სიცოცხლისთვის, რამდენიმე საათი ტალახში და განწირული ყვირილი, ადამიანები, რომლებიც შველას ითხოვდნენ. 2023 წლის 3 აგვისტოს დღის 3 საათის შემდეგ, ბუბისწყლის ხეობაში 500 000 მ³ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, გადაუარა კურორტ შოვს და რამდენიმე წუთში მიწასთან გაასწორა. სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთის, არასრულწლოვანი ბიჭის ცხედარი დღემდე არაა ნაპოვნი. არ დასრულება ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიებაც. 

კითხვები დღემდე უპასუხოა - რა უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა სახელმწიფომ, რა იქნებოდა ადგილზე გაფრთხილების სისტემა რომ ყოფილიყო, როდის დამონტაჟდება აღნიშნული სისტემა?!

გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო და, რომ გაფრთხილების სისტემა მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა.

ერთი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევა კი საპირისპიროს ამბობს - სტიქიის წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება.

რაჭის სავიზიტო ბარათი - ის, რაც ყველაზე მეტად უყვარდათ და ეამაყებოდათ ადგილობრივების ყველაზე დიდ შიშად, ტკივილად და სევდად იქცა. რას ყვებიან სტიქიას გადარჩენილები და ადგილობრივები, სიუჟეტში ნახავთ.

ავტორი: ნინი ჟიჟილაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი