სოფელ მატანში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

კახეთში, სოფელ მატანში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა. ის გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. 22 წლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული მგზავრები სხეულის  სხვადასხვა  დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთ- ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი