რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ 1 წლის წინ შოვში მომხდარი ტრაგედიიდან და არის თუ არა ქვეყანა მზად გაუმკლავდეს სტიქიურ საფრთხეებს? - ირკევა, რომ შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც საქართველოს მყინვარების ხეობები ადრეული შეტყობინებისა და განგაშის სისტემების გარეშეა მიტოვებული და ხელისუფლებას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გაუდაუდგამს. სპეციალისტების პროგნოზი საგანგაშოა - ისინი ამბობენ, რომ კავკასიონის მყინვარების დნობის პროცესი გრძლდება, რაც სტიქიების ალბათობას ზრდის.