შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა - ერთ დროს სიცოცხლით, იმედებითა და დამსვენებლებით სავსე კურორტი დღეს აჩრდილების ხეობად ქცეულა, იმ ადგილად, რომელსაც თავს არიდებენ ადგილობრივებიც და ჩამოსულებიც. შოვი ღია ჭრილობაა იქ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებისთვის. საფრთხე კი იქაურობას დღესაც ემუქრება. შარშან დაძრული მეწყერის ნაწილი ამ დრომდე ხეობის სათავეშია გაჩერებული და არის რისკი, შესაბამისი გარემოებების დამთხვევისას ის ისევ დაიძრას. მაგრამ მეორე საკითხია, რა ისწავლა ხელისუფლებამ ამ ძალიან მძიმე გაკვეთილის შედეგად და რა დასკვნები გამოიტანა საზოგადოებამ.
ხელისუფლების პროპაგანდა აცხადებს, რომ თავს ზევით ძალა არ იყო. მეცნიერება კი ამტკიცებს, რომ რაღაც დონემდე საფრთხის პროგნოზირება შესაძლებელი იყო და რჩებოდა დროც, ევაკუაციის მოსასწრებად. აქ განტევების ვაცს არავინ ეძებეს, უბრალოდ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ მომავლში, ასეთი მძიმე შემთხვევების დროს, ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად იყვნენ დაცულები.