ტყვეების მასშტაბური გაცვლა თურქეთში | შეთანხმება დასავლეთსა და რუსეთს შორის

გამოქვეყნდა:

ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ტყვეების გაცვლა - ასე შეფასდა მოვლენა, როცა პუტინმა ციხიდან გაუშვა პოლიტიკური ოპონენტები, დისიდენტები და ჟურნალისტები, და სანაცვლოდ მიიღო ერთგული ჯაშუშები და დაგეშილი მკვლელები. მაგრამ გაცვლამ ცივი ომის ეპოქის მსგავსად გააჩინა ახალი რკინის ფარდის ერთგვარი განცდა, რომლის ერთ მხარეს რუსეთი და ბელარუსია, მეორე მხარეს კი დემოკრატიული სამყარო. ევროპაში კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და ალაპარაკდნენ რუსეთთან სავიზო და საემიგრაციო პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებაზე, რადგან რუსი ჯაშუშები ევროპაში სწორედ ტურისტის, ბიზნესმენისა და დისიდენტის ნიღაბს ამოფარებულები მკვიდრდებოდნენ.

ერთადერთი გამონაკლისი, ვინც პირიქით, რუსეთთან სავიზო მიმოსვლის გამარტივება დაიწყო, ვიქტორ ორბანი აღმოჩნდა, "ქართული ოცნების" ერთადერთი ევროპელი მოკავშირე. ამ ახალი რკინის ფარდის რომელ მხარეს ხედავს პრორუსი ოლიგარქის პარტია საქართველოს მომავალს - დიდი მკითხაობა არ სჭირდება. თუმცა ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია რადიკალურად განსხვავებულია იმისგან რასაც "ქართული ოცნება" გვახვევს თავს და რაზეც პასუხს რეჟიმი სწორედ მოახლოებულ არჩევნებზე მიიღებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი