გეოლოგიური საფრთხეების უმოქმედო ლაბორატორია. უკვე 6 წელია უნიკალური აპარატურა, რომელიც რომელიც ქვეყანამ საჩუქრად მიიღო საწყობში ინახება. ავსტრიის ხელისუფლების მიერ გადმოცემული 17 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა, რომელსაც ფაქტობრივად ყველა გეოლოგიურ პროცესზე დაკვირვება შეუძლია ტექნიკურ უნივერსიტეტში ინახება და მის გამოყენებას ამ დრომდე არავინ აპირებს. ხელისუფლების ყოფილი უმაღლესი წარმომადგენლები, ჩინოვნიკები და მეცნიერები ახლა ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ - და ფაქტია, რომ ტექნიკა, რომელსაც შეეძლო შოვის, ან მისი მსგავსი ტრაგედიის პრევენცია, წლებია უფუნქციოდ ინახება.