ლუგარის ცენტრის თანამშრომლების ნაწილი ადასტურებს, რომ აშშ-მა ლაბორატორიის დაფინანსება შეაჩერა | ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

ორდღიანი დუმილის შემდეგ, ლუგარის ცენტრის თანამშრომლების ნაწილი ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა სამეცნიერო კვლევების ნაწილისთვის დაფინანსება გაყინა. მმართველი გუნდის რუსული პოლიტიკის შედეგები აისახა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზეც. ამ დროისთვის საუბარია 10 მილიონ დოლარიან პაკეტზე, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურებისთვის იყო გამოყოფილი. ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი რეგიონში არ აქვს ქვეყნის ბიო-უსაფრთხოების მთავარი ცენტრი იყო, მის დაფინასებას კი წლების განმავლობაში შეერთებული შტატების დაავადებათა პრევენციის ცენტრი და თავდაცვის უწყება უზრუნველყოფდა. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი