"ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო, საფრთხის წინაშეა..." | ბათუმის ინკლუზიური დასის მიმართვა ქალაქის მერს

გამოქვეყნდა:

ბათუმის ინკლუზიური დასი ბათუმის მერს ღია წერილით მიმართავს. დასის წევრები იმ სატენდერო დოკუმენტაციის გადახედვას ითხოვენ, რომელიც მოგებულმა კომპანიამ სპექტაკლის დასადგმელად და ტენდერში გასამარჯვებლად წარადგინა.

დასის ხელმძღვანელი ნატალია გალოგრე ეჭვობს, რომ მისი გუნდი   რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო დასაჯეს. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით არ გაამარჯვებინეს გალოგრეს ტენდერში, რის შემდეგაც გამოჩნდა კომპანია, რომელმაც დოკუმენტებში არსებული ბევრი ხარვეზის მიუხედავად, ტენდერი მაინც მოიგო. გალოგრე ამბობს, რომ ამ საკითხს სასამართლოშიც განიხილავენ, თუმცა მანამდე იმედს იტოვებენ, რომ ბათუმის მერი საკითხით დაინტერესდება.

"ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი, რომელიც გამოყოფილი იყო ქალაქ ბათუმის მერიის მიერ, დღესდღეისობით არის საფრთხის წინაშე, ვგულისხმობ იმას, რომ აღნიშნული თანხა გავიდა სახელმწიფო შესყიდვების ტენდერზე. ნებისმიერ მსურველს, ვინც დააკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შეეძლო, რომ შეესრულებინა ტენდერი, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად არაკომპეტენტურ, არაკვალიფიციურ კომპანიასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მოთხოვნა არის ხელშეკრულების ბათილად ცნობა საერთოდ, - ამბობს ნატალია გალორგე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი