საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც რუსები ყველაზე მეტ ბინას ყიდულობენ - საქართველო სამეულში შედის. ოფიციალური მონაცემებით უცხოელებზე რეალიზებული ქონებიდან ყველაზე მეტი სწორედ რუსებზე მოდის. ამ გზით ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ბინადრობის უფლებას იღებენ და საქართველოში ცხოვრებას და საქმიანობას შეუფერხებლად აგრძელებენ.