2 კვირის ბავშვი მყავდა და სარდაფში მიწევდა ყოფნა, ჩემი თვალით ვნახე როგორ თხრიდა მეზობელი შვილის საფლავს ეზოში | გორში აგვისტოს ომს იხსენებენ

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონის მცხოვრებლები 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის აგვისტოში გორი საერთაშორისო კონვენციით აკრძალული კასეტური ბომბებით იბომბებოდა, ადგილობრივების ნაწილმა სახლები არ დატოვა, ისინი თავს სარდაფებს აფარებდნენ და დაჭრილებს პირველად დახმარებას უწევდნენ. 

"წარუშლელი კვალი დატოვა განსაკუთრებით გორის მოსახლეობაზე ამ ომმა, პირადად ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო, არასდროს დამავიწყდება ის დღე, როცა გორი იბომბებოდა. გორში მიწევდა მაშინ ყოფნა, ჩემი ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა ომის პირისპირ ფაქტობრივად და იცავდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. როცა გორი დაბომბეს, სატანკო ნაწილი, მაშინ ერთ-ერთი წევრი დაიჭრა. მყავდა 2 კვირის ბავშვი და სარდაფში მიწევდა ყოფნა ამ დროს. უმძიმესი დღეები იყო, ჩემი თვალით ვნახე როგორ თხრიდა ჩემი მეზობელი საკუთარი შვილის საფლავს ეზოში. დღესაც, როცა რუსეთზე ლაპარაკობენ, სულ მიახლდება ხოლმე და ეს დაბომბვების ხმები მესმის ყურში, როგორ შეიძლება ამ ქვეყანასთან შერიგება ან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, უბრალოდ არ შეიძლება", - ყვება გორის მცხოვრები ლიზა ყაზიშვილი.

ანზორ თვაური გვაჩვენებს სარდაფს, რომელსაც ომის დროს მოქალაქეები აფარებდნენ თავს. 

"4 ახალგაზრდას გვეძინა აქ, სარდაფში, რაფების ქვევით. ომის დაწყებისთანავე, მამაჩემმა წაგვიყვანა მთელი ოჯახი თბილისში, გადაგვიყვანა თბილისში და რომ ჩავედით, იმ საღამოსვე, მე ვერ გავძელი, რადგან გორი იყო ეპიცენტრი, ეს არის ჩემი მამაპაპური სახლი, სახლი ცარიელი იყო, ვერ გავძელი, გულმა ვერ გამიძლო და გამოვიპარე იქიდან", - ყვება ის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი