სანთლების აქცია გორში | მოსახლეობა აგვისტოს ომის ტრაგიკულ დღეებს იხსენებს

გამოქვეყნდა:

რეგიონი, რომლიც რუსულმა აგრესიამ ყველაზე მეტად დააზარალა, განსაკუთრებულად ხვდება ომის დაწყების წლისთავს. შიდა ქართლში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სოფლების შემდეგ, ოკუპანტების მთავარ სამიზნედ 2008 წელს გორი იქცა. ქალაქი, სადაც ოკუპანტმა აკრძალული იარაღი გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ გორი კასეტური ბომბებით იბომბებოდა, ადგილობრივების დიდმა ნაწილმა სახლები არ მიატოვა. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსახლეობა თავს სარდაფებს აფარებდა, ეხმარებოდნენ დაჭრილებს და ამ ტრაგიკულ დღეებს დღემდე მტკივნეულად იხსენებენ. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი