2 მლნ ლარზე მეტი ბათუმის საკრებულოს დეპუტატებისა და თანამშრომლებისთვის | საჯარო მოხელეების პირადი ინტერესებისთვის დახარჯული ხალხის ფული

გამოქვეყნდა:

მილიონობით ლარი მივლინებებისა და პირადი კომფორტისთვის - ბათუმის საკრებულოს დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების შენახვა გასულ წელს სახელმწიფოს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, აქედან 993 ათას ლარზე მეტი დეპუტატებმა, მილიონ ლარზე მეტი კი აპარატის თანამშრომლებმა აიღეს. ათიათასობით ლარი დაიხარჯა პრემია-დანამატებისთვისაც და ამ ხარჯების მიზნობრიობა არსად ჩანს.

ნინო ცხვარაძე, ბათუმის საკრებულოს "ხალხის ძალის" დეპუტატი, რომელიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მივლინებაში, უფრო კონკრეტულად კი საფრანგეთსა და თურქეთში 7-ჯერ  გაუშვეს და რომლის მდიდრული მოგზაურობისთვის ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები დაიხარჯა. დეპუტატმა "მთავარ არხთან" თავის მართლება და იმის მტკიცება სცადა, რომ ყველა ვიზიტი საქმიანი იყო. 

საკრებულოს წევრებიდან ყველაზე ხშირად - 13-ჯერ მივლინებაში იმყოფებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, მათ შორის 3-ჯერ ქვეყნის გარეთ. 6-ჯერ იმყოფებოდა მივლინებაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე, მათ შორის 2-ჯერ ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მოსახლეობას უკიდურესად უჭირს, ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის ფულს პირადი ფუფუნებისთვის ხარჯავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი