7 აგვისტოს, აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, "თავისუფლების ინსტიტუტმა" და "აფხაზთა კრებამ" გამართა ფილმის - "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის" პრემიერა. ფილმი ასახავს რუსეთის ჩადენილ დანაშაულებებს, ქართველთა გენოციდის მტკიცებულებებს და გადარჩენილი მსხვერპლის ისტორიებს. პრემიერას საქართველოს პრეზიდენტი და დიპლომატიური კორპუსი დაესწრო.
"თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორის, სალომე ხვადაგიანის თქმით, ეს იყო ორწლიანი კამპანიის გაგრძელება და ფილმი გამოძიების ახალი მასალებითაა გამდიდრებული.
"ჩვენ მიზნად ახლა ვისახავთ, რომ ერთი მხრივ გავავრცელოთ ცოდნა, რუსეთის დანაშაულების შესახებ და იმის შესახებ, რომ პუტინის გარეშეც, სუსტი ელცინის, ვითომ დემოკრატი ელცინის პირობებშიც, საქართველო ასე დაისაჯა და სუსტი რუსეთიც კი საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოსთვის და სუვერენიტეტისთვის. მეორე მხრივ გვინდა, რომ დევნილებს, გენოციდს გადარჩენილ მსხვერპლს მივცეთ საშუალება, ამოთქვან თავიანთი სათქმელ", - თქვა მან.