"ტანკი აუფეთქდა და დაიწვაო"... | სენაკის სამხედრო ბაზაზე ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაშავდა

გამოქვეყნდა:

ინციდენტი სენაკის სამხედო ბაზაზე. 45 წლის სამხედრო მოსამსახურე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ცნობილია, რომ შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. ფაქტს თავდაცვის უწყება ამ დრომდე მალავდა, თუმცა "მთავარმა არხმა" გარკვია, რომ გასაიდუმლოებულ შემთხვევას სამხედრო პოლიცია უკვე იძიებს. ინციდენტის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურე ზურაბ ფისენკო კი მძიმე დამწვრობით თურქეთში გადააფრინეს, სადაც მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"თქვეს, რომ გადაყვანილიაო, მაგრამ სად არისო გადაყვანილი, არ [ვიცი]... სამხედრო პირი აფეთქებულაო, ახალგაზრდა ბიჭიო და დამწვრობა აქვსო მიღებულიო. მემგონი სენაკის სამხედრო ბაზაზე მოხდა"..

"ტანკი აუფეთქდა და დაიწვაო. ვიცი, რომ მძიმე მდგომარეობაში არის, 80% დამწვრობა აქვსო და მეტი არაფერი არ ვიცი", - ამბობენ ადგილობრივები.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი