თბილისში ხანძარია

გამოქვეყნდა:

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ხანძარია. ცეცხლი მეორად საბურავებს გაუჩნდა.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს საგანებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე მეხანძრეები არიან მობილიზებული და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

განახლება: მოგვიანებით, 17:30 საათზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი