10 აგვისტოს, შაბათს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამის შესახებ ინფორმაცია
ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +11,+16°, დღისით +21, +26°.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით+18, +23°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით+13, +18°,დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +10,+15°, დღისით +21, +26°.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, ტემპერატურა +23, +34°
11 აგვისტოს, კვირას, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +17, +22°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +17, +22°.
კვირასაც დედაქალაქში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ტემპერატურა +21, +31° იქნება.