7 წელია მოსახლეობა გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდის აღდგენას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას მოსახლეობა 7 წელია ხიდის აღდგენას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ბავშვები სკოლაში წასასვლელად ძველი ხიდისგან დარჩენილი ტროსით გადადიან, რაც უსაფრთხო არაა. ხიდზე სავალი ნაწილი მთლიანად ჩანგრეულია.

2017 წელს, ხობში, ბონდას ხიდის რეაბილიტაციაში 210 000 ლარი დაიხარჯა, ექსპლუატაციიდან მალევე ქარმა ხიდი იმდენად დააზიანა, რომ გამოუსადეგარია. ეს დაკიდული ხიდი უნდა ყოფილიყო გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი.

"ძალიან დიდი პრობლემას უქმნის ორივე სოფელს ამ ხიდის არქონა, ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდია, სურსათი ძირითადად აქეთა მხრიდან გადააქვს მეორე მხარეს მაცხოვრებელ ადამიანებს, უწევთ ხშირად ადიდებულ მდინარეში ნავით გადასვლა, მოსწავლეებსაც, ბავშვებსაც, შევსწრებივართ ბევრჯერ ე.წ. ტროსებით გადადიან ბავშვები და ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება რა თქმა უნდა. ქვა-ღორღი მოიტანეს, დაყარეს, თითქოს ახალი ხიდის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ არაფერი შეცვლილა", - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოპოზიცია უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებზე საუბრობს. პასუხისგებაში კი მიცემული ამ დრომდე არავინ არაა. 

ავტორი: ემა გოგოხია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი