"ნეტავ რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას, და ყველა თქვენზე, ვინც მორჩილად ამ უაზრობას იმეორებთ"
ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად ბიძინა ივანიშვილის ბაობაბების გახმობაში ნაციონალური მოძრაობა და დამოუკიდებელი მედია დაადანაშაულა.