11 აგვისტო, შინდისის გმირების დღე | გმირულად დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს მათმა ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში შინდისელი გმირების დაღუპვის შემდეგ 16 წელი გავიდა. დღეს, შინდისელ გმირების, 17 ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

შინდისის გმირებმა დამპყრობელი ქვეყნის ჯარს წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს. შინდისელი გმირების ისტორიის ნაწილია უმცროსი სერჟანტის, ალექსანდრე ონიანის გმირობაც. მან თანამებრძოლი და ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე არ მიატოვა, მტერს არ დანებდა და თავი ყუმბარით აიფეთქა.

შინდისში დღეს დილიდან ჩავიდნენ, ომში დაღუპული ჯარისკაცებიც ოჯახები, მათი თანამებრძოლები, რიგითი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. 

"გახსენება ბევრი რამის შემიძლია. ამ შენობებში იყვნენ განლაგებულები ეს კაზაკები და რუსები. მაგათი ორი ტანკი იყო ჩვენი მანქანების მეორე მხრიდან, რომლიდანაც აამოქმედა... მეორე მხრიდან ცეცხლი გაიხსნა და ფაქტობრივად ვიყავით დაუცველები მინდორში. რომ შემოვვარდით ოთახში ხელყუმბარა შემოგვიგდეს და აგვაფეთქეს. მაშინ დავიჭერი მე, ფეხში კანტუზია მივიღე და ორ დღე-ნახევარი ვეგდე გარდაცვლილ ბიჭებთან ერთად გათიშული, უგონოდ. მესამ დღეს, 13 აგვისტოს, ამ სოფლის მოსახლეობა გარდაცვლილ ბიჭებში რომ ცოცხლებს ეძებდნენ, მაგ სიტუაციაში გვნახეს იქ," - ამბობს შინდისის გმირი, გიგა მურვანიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი