თავისუფალ უნივერსიტეტში "ფიზიკის სტუდენტთა 38-ე საერთაშორისო კონფერენცია" დასრულდა. ღონისძიება "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" და კახა ბენდუქიძის "ცოდნის ფონდის" მხარდაჭერით იმართებოდა.
ერთკვირიანი ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წელს ტარდება, საქართველომ კი წელს ღონისძიებას პირველად უმასპინძლა.
ქვეყანას ეწვივნენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, რომლებმაც ჩაატარეს ლექციები და ვორქშოფები. დახურვის ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა, სადაც "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. კომპანია უნივერსიტეტებთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან თანამშრომლობს, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო ნაწილში.