ბაგებში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ბაგებში, მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტეტებს. ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა საშიშ ზონაშია გაცემული, გეოლოგიური დასკვნა კი გაყალბებული.

მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მშენებლობის შეჩერებას მოსახლეობასთან ერთად დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორიც ითხოვს. ამბობს, რომ ამ ადგილას მრავალსართულიანი ნაგებობის აშენება დაუშვებელია. ტერიტორია მეწყერსაშიში ზონად ითვლება და კიდევ ერთ მშენებლობას სხვა ძველი კორპუსები ვეღარ გაუძლებს.

წყნეთის გზატკეცილზე, 22ბ ნომერში რვასართულიან კორპუსს 2019 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანია "ა კვადრატი" აშენებს. კომპანიის დირექტორი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივების ბრალდებებს უარყოფს. 

მოსახლეოა შაბათს საპროტესტო აქციას აანონსებს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი