სვანეთში მწვერვალ შხელდაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით მაშველებმა სამი მთამსვლელი მთიდან ვერტმფრენით უვნებლად ჩამოიყვანეს და ისინი ამჟამად მესტიაში იმყოფებიან. მეოთხე მთამსვლელის 27 წლის არჩილ ბადრიაშვილის პოვნის მიზნით სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, მთამსვლელები მწვერვალზე გუშინ წავიდნენ.
"9 ადამიანია წასული სამძებრო სამუშაოებისთვის, მაშველები და ადგილობრივი ხალხი. ვერტმფრენიც მზადყოფნაშია. გუშინვე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, ჭექა-ქუხილის შემდეგ. სამწუხაროდ ნისლია იმ ადგილზე და ვერტმფრენი ვერ შედის," - განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.