სენაკში, ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა. ავარია სამხედრო ბაზის გადასახვევთან გვიან ღამით მოხდა. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, მძღოლი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
ცნობილია, რომ ტოიოტა პრიუსის მგზავრები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მანქანა ჯერ ბორდიურზე შევარდა, შემდგ კი ამობრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია