მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი სვანეთში, კლდოვან ფერდობზე იპოვეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს - ნათქვამია საგანგებოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები." აცხადებს უწყება.

შეგახსენებთ, მწვერვალ შხელდაზე, უბედური შემთხვევის შედეგად ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი დაიღუპა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი